18 ნოემბერი 2024,   04:39
ვრცლად
დიდი ეპოქის დასასრული - გია ყანჩელი რუსთაველის თეატრიდან აპლოდისმენტების ფონზე გააცილეს
ლეგენდა უკვდავია - გია ყანჩელს პატივი დღეს სამოქალაქო პანაშვიდზე რუსთაველის თეატრში მიაგეს, სწორედ იმ სცენაზე, სადაც 44 წლის წინ მაყურებელმა პირველად ნახა "კავკასიური ცარცის წრე" და მოისმინა გია ყანჩელის ამ სპექტაკლისთვის შექმნილი დაუვიწყარი მელოდიები.

სამოქალაქო პანაშვიდზე საზოგადოება სიმბოლურად ყვითელი ფოთლებით მივიდა.

მსოფლიოში ცნობილ ქართველ კომპოზიტორს, საკუთარი სურვილის თანახმად, დიდუბის პანთეონში დაკრძალავენ. რუსთაველის თეატრიდან გია ყანჩელი უკანასკნელ გზაზე აპლოდისმენტების ფონზე გააცილეს. 
 
გენიალურ კომპოზიტორთან გამოსამშვიდობებლად სამოქალაქო საზოგადოება, ცნობილი სახეები, პოლიტიკოსები და მთავრობის წევრები მივიდნენ, მათ მსოფლიო მნიშვნელობის კომპოზიტორის გარდაცვალება დიდი ეპოქის დასასრულად შეაფასეს. 
 
 
დღის ამბები