შეწყალებების დაუსრულებელ სკანდალთან დაკავშირებით მთავრობის წევრებმა დღეს კომენტარის გაკეთება არ ისურვეს, მიზეზად კი გია ყანჩელის დაკრძალვაზე ყოფნა დაასახელეს.
"სასწაული ხალხი ხართ"- მიმართა თავდაცვის მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა ჟურნალისტებს.
"გასვენებაში ვარ, არ გრცხვენიათ?" - ასეთი იყო განათლების მინისტრ მიხეილ ბატიაშვილის პასუხი შეწყალებების სკანდალთან დაკავშირებით დასმულ კითხვაზე.
შეგახსენებთ, შეწყალების საქმეზე პრეტენზიების ჩამონათვალს კიდევ ერთი დაემატა. გაირკვა, რომ პრეზიდენტმა არა მხოლოდ მკვლელობისთვის მსჯავრდებული პირები, არამედ 16 წლამდე მიუღწეველ პირთან სექსუალური კავშირისთვის გასამართლებული პირიც შეიწყალა.