თბილისში მოსამართლეთა ოცდამეექვსე რიგგარეშე კონფერენცია მიმდინარეობს, კონფერენციაზე ანგარიში წარადგინა იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მდივანმა გიორგი მიქაუტაძემ, რომელმაც 2018 წლიდან მიმდინარე პერიოდამდე საბჭოს საქმიანობაზე ისაუბრა.
გაკეთდა განცხადებებიც, ლევან მურუსიძემ და დიმიტრი გვრიტიშვილმა კლანურ მმართველობაზე მათი მისამართით გამოთქმულ ბრალდებებს უპასუხეს. მათი განცხადებით, პოლიტიკოსები მოსამართლეთა დემონიზებას ცდილობენ.
მათი თქმით, ოპოზიცია ცრუობს და თემას საკუთარი პოლიტიკური მიზნებისთვის იყენებს.
"ცალკეული მოსამართლეების დემონიზება ხდება, თუმცა ეს არის პოლიტიკური პროცესი, რომელშიც ჩართულია ზოგიერთი არამოსამართლე წევრიც,"- ამბობს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრი დიმიტრი გვრიტიშვილი.
"სია დაიდოს ვინ არის კლანის წევრი და დასაბუთდეს რატომ? ხომ შეიძლება, ერთხელ და სამუდამოდ დასრულდეს ამაზე ლაპარაკი და ითქვას ვინ არის ეს კლანი?"-აცხადებს მოსამართლე ლევან მურუსიძე.