საჩხერის მუნიციპალიტეტის სოფელ ჭორვილაში ახალგაზრდამ სიცოცხლე, სავარაუდოდ, თვითმკვლელობით დაასრულა. ადგილობრივი მუნიციპალიტეტის წარმომადგენლის ერეკლე გრძელიშვილის განცხადებით, გარდაცვლილი 16 წლის ბიჭმა სარდაფში ოჯახის წევრებმა ნახეს.
"ვესაუბრე ბაბუას, თუმცა უჭირთ მიზეზებზე საუბარი, არაფერი არ იციან, რატომ უნდა გაეკეთებინა 16 წლის ბიჭს მსგავსი რამე,"- უთხრა "კურიერს" ერეკლე გრძელიშვილმა.
შემთხვევა სოფელ ჭორვილაში გუშინ ღამით მოხდა. "კურიერი" შინაგან საქმეთა სამინისტროს დაუკავშირდა, პრესსამსახურის ინფორმაციით, მომხდარზე ძიება სისხლის სამართლის კოდექსის 115-ე მუხლით დაიწყო, რაც პირის თვითმკლვლელობამდე მიყვანას გულისხმობს.