"ქართული ოცნების" გენერალური მდივანი კახა კალაძე აცხადებს, რომ შეწყალების წესი უნდა გადაიხედოს. აღნიშნული განცხადება თბილისის მერმა პრეზიდენტის მიერ შეწყალებულთა სკანდალურ საქმეზე საუბრისას გააკეთა.
"მე არაერთხელ გავაკეთე განცხადება, რომ წესი უნდა შეიცვალოს. ამაზე პრეზიდენტმა და პრემიერმაც ისაუბრეს. ჩემთვის ადამიანურად და როგორც პოლიტიკოსისთვის მიუღებელია მძიმე დანაშაულისთვის მისჯილი პატიმრების შეწყალება. გამოძიება დაწყებულია და თუ კორუფციის ნიშნები გამოვლინდება, გამოძიებამ უნდა გასცეს პასუხი,"- განაცხადა კალაძემ.