25 აპრილი 2024,   17:41
ვრცლად
თბილისობა 2019 - დედაქალაქში საზეიმო ღონისძიებები მიმდინარეობს

დედაქალაქში თბილისობის დღესასწაულს ზეიმობენ -  ბავშვებისთვის გამორჩეული სანახაობა დღეს ორბელიანის მოედანზე განთავსებული კინოსტუდიები აღმოჩნდა. ახალგაზრდა მსახიობების მიერ ყველასთვის კარგად ნაცნობი და საყვარელი ქართული კინოფილმიდან გაცოცხლებულმა მთავარმა პერსონაჟებმა იქ მისული დამთვალიერებლების დიდი მოწონება და დაინტერესება გამოიწვია. 

ტრადიციულად თბილისობის დღესასწაულზე ყვავილების ფესტივალია მოწყობილი. დამთვალიერებელს შესაძლებლობა აქვს სხვადასხვა სახეობის ქართული მინდვრის ყვავილები ნახოს და მისგან დამზადებული გვირგვინებიც მოირგოს.

სომხეთი, ბელარუსი, აზერბაიჯანი, უკრაინა - ეს იმ ქვეყნების არასრული ჩამონათვალია, რომლებმაც თბილისობაზე თავიანთი პროდუქცია გამოფინეს. საკუთარი პროდუქციით იყვნენ წარმოდგენილნი დღეს ქართველი მეწარმეებიც.

დღევანდელი ღონისძიებები გალაკონცერტით დასრულდება. ღონისძიებაზე გია ყანჩელის კომპოზიციები გაჟღერდება და საღამო სრულად მის ხსოვნას მიეძღვნება.

დღის ამბები