77 მილიონიანი ზარალის პირობებში "სახელმწიფო ელექტროსისტემამ" 12 მილიონ ლარზე მეტი დაუსაბუთებელი პრემია გასცა. სკანდალურ დასკვნას აუდიტის სამსახური აქვეყნებს. მომხდარი 2014-დან 2017 წლამდე პერიოდს მოიცავს. ირკვევა, რომ 3 წლის განმავლობაში "საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემა" უკანონო მშენებლობის გამო 25-ჯერ დაჯარიმდა. უწყების ყოფილი ხელმძღვანელი სულხან ზუმბურიძე დასკვნაში მოცემულ ფაქტებს არ ეთანხმება. კომენტარი სახელმწიფო ელექტროსისტემაშიც გააკეთეს.
"ამჟამად კომპანიას მართავს ახალი მმართველი გუნდი, რომელიც დეტალურად ეცნობა აუდიტის შედეგებს. რაც შეეხება ზარალს, ამ წლების განმავლობაში ზარალი განპირობებული იყო კურსთაშორის სხვაობით მიღებული ხარჯებით, ხოლო პრემია იყო გათვალისწინებული რეაბილიტაციის გეგმით და შესაბამისად დაკავშირებული იყო რეაბილიტაციის ამოცანებთან,"- განაცხადა "კურიერთან" საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემების, ადამიანური რესურსების და კომუნიკაციების სამსახურის უფროსმა მიხეილ ზიბზიბაძემ.
ავტორი: შოთა ფალავანდიშვილი