ზუგდიდში, დადიანების სასახლის ეზოში, "ევროპული მემკვიდრეობის დღეები 2019" ჩატარდა. ღონისძიებაზე სამხატვრო სკოლის აღსაზრდელების გამოფენა "კულტურული მემკვიდრეობის ძეგლები ჩვენ ირგვლივ" მოეწყო. სტუმრებს შესაძლებლობა ჰქონდათ ენახათ თეატრალიზებული წარმოდგენა, ამასთან, მოძრავი კინოთეატრის საშუალებით ვიდეოკოლაჟი "ფრანგულ ენაზე ამეტყველებული "ვეფხისტყაოსანი" აჩვენეს.