18 ნოემბერი 2024,   04:18
ვრცლად
შოთა ჭიჭიაშვილის ცხედარი საქართველოში ჩამოასვენეს

უკრაინაში სპეცოპერაციისას ლიკვიდირებული, საქართველოს ნომერ პირველ ტერორისტად წოდებული შოთა ჭიჭიაშვილის ცხედარი საქართველოში ჩამოასვენეს.

ცხედარს თბილისის საერთაშორისო აეროპორტში ოჯახის წევრები და ახლობლები დახვდნენ, საიდანაც ჭიჭიაშვილი მშობლიურ სოფელ მატანში გადაასვენეს.

უკრაინულმა პოლიციამ ჭიჭიაშვილი ორმხრივი სროლის დროს სპეცოპერაციისას მოკლა. კიევის პოლიციის ინფორმაციით, ჭიჭიაშვილს თავდაპირველად დანებება მოსთხოვეს, თუმცა ის არ დაემორჩილა პოლიციის თანამშრომლებს და სამართალდამცავების მისამართით ორი იარაღიდან ისროლა, საპასუხო სროლისას კი კრიმინალური ავტორიტეტი გარდაიცვალა.

დღის ამბები