"აღმოაჩინე სიახლე უკვე ნაცნობი დიდი ბრიტანეთის შესახებ" - ასე ჰქვია იმ ღონისძიებათა ციკლს, რომელსაც საქართველო მასპინძლობს. ბათუმში ლონდონის სკვერში, საინფორმაციო კუთხე იყო მოწყობილი. მოქალაქეებს ადგილზე დიდი ბრიტანეთის შესახებ კითხვარიც დახვდათ, ვინც კითხვებს სწორად უპასუხა მათ სიმბოლური საჩუქრები გადასცეს.
როგორც დიდი ბრიტანეთისა და ჩრდილოეთ ირლანდიის გაერთიანებული სამეფოს ელჩმა საქართველოში ჯასტინ მაქენზიმ მედიასთან საუბრისას აღნიშნა, მთელი საქართველოს მასშტაბით 60-ზე მეტი ღონისძიებაა დაგეგმილი.