დავით გარეჯში აზერბაიჯანმა ახალი სასაზღვრო გამშვები პუნქტის გახსნა საქართველოში მორიგი საპროტესტო ტალღის მიზეზი ხდება. ანტისაოკუპაციო მოძრაობა დღეს დავით გარეჯის ტერიტორიაზე შეკრებისთვის ემზადება.
"ეს არის ის სამხედროს ბაზა, რომელზეც ჩვენ ძალიან დიდი ხანია ვსაუბრობდით. ჩვენმა მთავრობამ გააკეთა განცხადება იმის თაობაზე, რომ ეს თურმე დროებითი ლოჯისტიკური უზრუნველყოფის პატარა ბანაკია. ჩვენ დღეს ვხედავთ, რომ ეს დროებითი ბანაკი კი არა, ეს არის სრულფასოვანი სამხედრო ბაზა, რომელიც გაიხსნა აზერბაიჯანის კონტროლირებად ტერიტორიაზე, მაგრამ აღდგომის ტაძრის სიახლოვეს. საფრთხეების პოლიტიკა არის, რომელსაც ჩვენი ხელისუფლება ატარებს, ვინაიდან ჩვენ ყველა ფრონტზე ვაგებთ აზერბაიჯანთან ბრძოლას,"- აღნიშნა "კურიერთან" საუბარში დავით ქაცარავამ.
აზერბაიჯანული მედიის ინფორმაციით, დავით გარეჯში სასაზღვრო პოსტი გუშინ საზეიმო ვითარებაში და უწყების ხელმძღვანელი პირების თანდასწრებით გაიხსნა.