დავით გარეჯში საზეიმო ვითარებაში გახსნილი ახალი სასაზღვრო პუნქტის გამო, გიდები საქართველოს ხელისუფლებას უმოქმედობაში ადანაშაულენ. გიდები საგარეო უწყებისაგან ფაქტზე რეაგირებასა და კონკრეტული ნაბიჯების გადადგმას მოითხოვენ წინააღმდეგ შემთხვევაში საგარეო საქმეთა სამინისტროსა და აზერბაიჯანის საელჩოსთან აქციების გამართვას აანონსებენ.
"ფაქტობრივად აზერბაიჯანი აგრძელებს თავის მოქმედებას და ჩვენი მხრიდან არავითარი მოქმედება არ ჩანს. თუ ხელისუფლების მხრიდან, უახლოეს დღეებში, ქმედითი ღონისძიებები არ იქნება გატარებული, ჩვენ დავიწყებთ აქციებს, რათა ვაიძულოთ მთავრობა, რომ ძირძველი ქართული მიწა და სიწმინდე არ დაიკარგოს,- უთხრა "კურიერს" ზაალ მაღრაძემ.
"ფაქტია რომ აზერბაიჯანულმა მხარემ მოგვატყუა, რადგან იქ სამხედრო გარნიზონის აშენებაზე არ იყო საუბარი და იქ რომ ამხელა პოლიგონი გაშენდებოდა არავინ ფიქრობდა. ჩვენ ვეცდებით რომ ისევ საგარეო საქმეთა სამინისტროსთან და აზერბაიჯანის საელჩოსთან გავარკვიოთ და აქციებს პერმანენტულ სახეს აუცილებლად მივცემთ, - უთხრა "კურიერს" რუსუდან ჯაფარიძემ.
შეგახსენებთ, აზერბსიჯანული მედიის ინფორმაციით, დავით გარეჯში გუშინ სასაზღვრო პოსტი გაიხსნა, ახალი საგუშაგოს გახსნა კი საზეიმო ვითარებაში, უწყების ხელმძღვანელი პირების თანდასწრებით მოხდა.