18 ნოემბერი 2024,   04:27
ვრცლად
"უნდა გავეშურო ადმინისტრაციულ საზღვართან და ვესაუბრო ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიას" - შტაინმაიერი

გერმანიის პრეზიდენტმა აღნიშნა, რომ ის ადმინისტრაციულ საზღვართან ჩასვლას გეგმას, სადაც ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის წარმომადგენლებს შეხვდება და არსებულ ვითარებაზე გაესაუბრება. ამის შესახებ  ფრანკ-ვალტერ შტაინმაიერმა სალომე ზურაბიშვილთან ერთად გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა. 

შტაინმაიერის ვიზიტთან დაკავშირებით ანალიტიკოსებს მოლოდინი ჰქონდათ, რომ ის საქართველოში კონფლიქტის დარეგულირების საკუთარი გეგმით ჩამოსულიყო.  თუმცა, როგორც გერმანიის პრეზიდენტმა აღნიშნა, ის ამჯერად კონკრეტული ინიციატივითა თუ წინადადებით საქართველოში არ ჩამოსულა. როგორც ცნობილია, მას 11 წლის წინ ჰქონდა შტაინმაიერის გეგმის სახელით ცნობილი ხედვა, თუმცა მისი თქმით, ასეთი ხედვა ამ ეტაპზე არ არსებობს.

"რაც შეეხება შტაინმაიერის გეგმას, სამი წლის წინ ეს უკვე იქნა შეთანხმებული ძალიან მაღალ დონეზე, უკრაინის, რუსეთის, საფრანგეთის პრეზიდენტებისა და გერმანიის კანცლერის მონაწილეობით. ეს არ არის, შეიძლება ითქვას, უკვე იმდენად აქტუალური. რაც შეეხება ჩემს ვიზიტს აქ, ეს არის ვიზიტი პოლიტიკურ წრეებთან, ასევე უნდა გავეშურო ადმინისტრაციულ საზღვართან, ვესაუბრო ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიას, მაგრამ ამჯერად, ნამდვილად არ ჩამოვსულვარ კონკრეტული ინიციატივითა თუ წინადადებით. ადმინისტრაციული საზღვრის მონაკვეთი, მისი კონტროლი არის ძალიან მნიშვნელოვანი. ამას სჭირდება ძალიან ხანგრძლივი, გრძევადიანი, დიდ მოთმინებასთან დაკავშირებული მოქმედებები,"- განაცხადა ფრანკ-ვალტერ შტაინმაიერმა.

მას შემდეგ, რაც ფრანკ-ვალტერ შტაინმაიერმა პრეზიდენტის ადმინისტრაცია დატოვა, ის საკანონმდებლო ორგანოში გაემართა, სადაც პარლამენტის თავმჯდომარეს შეხვდა, ასევე დაგეგმილია შეხვედრები პრემიერ-მინისტრთან და საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქთან. ვიზიტის ფარგლებში გერმანიის პრეზიდენტი კახეთს ეწვევა. 

ამ წუთებში კი ფრანკ-ვალტერ შტაინმაიერი გმირთა მემორიალთან იმყოფება, სადაც დაღუპულ გმირებს პატივს მიაგებს.

 

 

 

ამავე თემაზე
დღის ამბები