თბილისის მერიამ ნებართვის მქონე ტაქსებისთვის მანათობლების დარიგება დაიწყო. იმ შემთხვევაში თუ ტაქსის მძღოლებს მანათობლები არ ექნებათ, დაჯარიმდებიან. პარალელურად, სამოქალაქო სექტორი ითხოვს, რომ გაიზარდოს გარდამავალი პერიოდი ტაქსების რეგულაციების გამო შექმნილი პრობლემების გადასაჭრელად. ამ მოსაზრებას თბილისის ვიცემერი არ ეთანხმება.
ირაკლი ხმალაძე ვერც ტაქსებზე ფასების რეგულირების საჭიროებას ხედავს.
"მანათობლის არქონის შემთხვევაში, მას შემდეგ, რაც მერია სრულად დაურიგებს მძღოლებს, მანათობლის გამოყენების წესების დარღვევაზე იქნება შესაბამისი სანქცია გათვალისწინებული. პირველი ოქტომბრიდან შევიდა ეს ცვლილებები ტაქსების ბაზარზე და ამან გამოიწვია ფასების ზრდა, თუმცა ჩვენს გეგმებში ამ ეტაპზე ფასების რეგულირება ნამდვილად არ შედის," - განაცხადა თბილისის ვიცემერმა ირაკლი ხმალაძემ.