შალვა ნათელაშვილი ტაქსების რეფორმაზე მორატორიუმის გამოცხადებას ითხოვს. განცხადება ლეიბორისტული პარტიის ლიდერმა ბრიფინგზე გააკეთა. ნათელაშვილი ტაქსების რეგულაციაში ივანიშვილისა და კალაძის პირად ინტერესებს ხედავს და შიშობს, რომ ანალოგიური პრობლემის წინაშე თბილისის შემდეგ, შესაძლოა, რეგიონებიც აღმოჩნდეს.
საქართველოს ლეიბორისტული პარტიის თავმჯდომარე ფიქრობს, რომ სატაქსო რეფორმა დანაშაულებრივია და უნდა გაუქმდეს.