ევროინტეგრაციის თანმდევი გამოწვევები და გადაჭრის გზები - ეს იყო ის ძირითადი საკითხები, რომლებზეც საქართველოს პლატფორმის საერთო კრებაზე ისაუბრეს. შეხვედრას ესწრებოდა ევროკავშირის ელჩი საქართველოში კარლ ჰარცელი. მისი განცხადებით, იმ თემებზე გაიმართა მსჯელობა, რომლებიც მომავალ წელს აღმოსავლეთ პარტნიორობის სამიტზე იქნება გამოყენებული.
"ჩვენ ძალიან მჭიდრო ურთიერთობა გვაქვს სამოქალაქო საზოგადოებასთან, ვისთან ერთადაც ვმუშაობთ საქართველოს ეროვნულ პლატფორმაზე. ვისურვებდი ამ პლატფორმას უფრო მეტი ადამიანი შეუერთდეს. ჩვენი საუბრის მთავარი თემა ევროპასთან ინტეგრაციის თანმდევი გამოწვევები და გადაჭრის გზებია. დავამუშავეთ სხვადასხვა იდეა, რომლებიც მომავალ წელს აღმოსავლეთ პარტნიორობის სამიტზე იქნება გამოყენებული," - განაცხადა კარლ ჰარცელმა.