იუნესკომ თბილისი 2021 წლის მსოფლიო წიგნის დედაქალაქად დაასახელა. გადაწყვეტილება შესაბამისი კომიტეტის რეკომენდაციის საფუძველზე მიიღეს.
ღონისძიებების მთავარი მიზანი კითხვის პოპულარიზაცია და წიგნების ყველა სოციალური ფენისთვის ხელმისაწვდომობაა. 2021 წელს ღონისძიებები წიგნისა და საავტორო უფლებების მსოფლიო დღეს, 23 აპრილს დაიწყება.
"მიხარია, რომ 2021 წლის 23 აპრილიდან სტატუსი, რომელიც იუნესკომ მოგვანიჭა "წიგნის მსოფლიო დედაქალაქის“ წოდება 1 წლის განმავლობაში გვექნება. ეს ძალიან ბევრ შესაძლებლობას მოგვცემს. ჩვენს ქართველ პოეტებს, მწერლებს ექნებათ შესაძლებლობა სხვადასხვა ღონისძიებებში მიიღონ მონაწილეობა,“ - განაცხადა თბილისის მერმა, კახა კალაძემ.