18 ნოემბერი 2024,   03:38
ვრცლად
ციხელაშვილის აპარატი ეთნიკური უმცირესობების სტუდენტებს სტაჟირების პროგრამას სთავაზობს

შერიგებისა და სამოქალაქო ინტეგრაციის მინისტრის აპარატი ეთნიკური უმცირესობების სტუდენტებს სპეციალურ პროგრამას სთავაზობს.

აღნიშნულ თემაზე სახელმწიფო მინისტრმა ქეთევან ციხელაშვილმა საჯარო ლექციაზე ისაუბრა. მინისტრის ინფორმაციით, სტაჟირებისთვის რეგისტრაცია დღეს დაიწყო.

"სპეციალური პროგრამა იმიტომ შევქმენით, რომ თანასწორობა და თანაბარი უფლებები იყოს ყველასთვის და ჩვენ არ დაგვჭირდეს სპეციალური ინტერმენციები რომელიმე ეთნიკური ჯგუფისთვის. დღეს ასეთი მოცემულობაა და გარწმუნებთ, რომ საქართველოში პირველად ახალგაზრდა თაობა ქვემო ქართლიდან, სამცხე-ჯავახეთიდან, სრულიად მზად იმისთვის, რომ ქვეყნის ცხოვრების ყველა სფეროში და ყველა დონეზე  ჩაერთონ,“ - აღნიშნა ქეთევან ციხელაშვილმა.

დღის ამბები