პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარის სოფო კილაძის თქმით, იმ შემთხვევაში თუ 2020 წლის ბიუჯეტში არ იქნება გათვალისწინებული სოციალური მუშაკების რაოდენობის ზრდა და მათთვის ანაზღაურების მომატება, ის მთავრობის მიერ წარმოდგენილ ბიუჯეტის პროექტს მხარს არ დაუჭერს:
"ჩვენი პრინციპული მოსაზრებაა, რომ აუცილებლად უნდა იქნას გათვალისწინებული სოციალური მუშაკებისთვის ხელფასების ზრდა, სოციალური მუშაკების რაოდენობის დამატება. თუ ჩვენ არ გვექნება "ბავშვის კოდექსისთვის" განსაზღვრული და აუცილებელი თანხები იმისთვის, რომ ბავშვებს ჰქონდეთ უფრო მეტი სიკეთე, ასევე სოციალური მუშაკების კუთხით არ იქნება გათვალისწინებული რიგი საკითხები, რა თქმა უნდა დიდი ალბათობით ჩვენ მხარს არ დავუჭერთ,"- განაცხადა სოფო კილაძემ.