UNESCO-მ თბილისი 2021-ი წლის წიგნის მსოფლიო დედაქალაქად დაასახელა. დედაქალაქში 23 აპრილიდან ერთი წლის განმავლობაში სხვადასხვა ღონისძიებები გაიმართება.
წიგნის მსოფლიო დედაქალაქი ფართომასშტაბიანი პროექტია, რომლის მიზანიც კითხვის პოპულარიზაცია, წიგნის ხელმისაწვდომობა, თანამედროვე ავტორების, მთარგმნელებისა და გამომცემლების ხელშეწყობაა.
თბილისის მსოფლიო წიგნის დედაქალაქად აღიარება ფრანფურტის ფესტივალზე ქართული კულტურის წარმატებამაც განაპირობა. თბილისის ახალი სტატუსი ახალი მოტივაცია იქნება ქართველი მწერლებსა და პოეტებისთვისაც.
თბილისს წიგნის მსოფლიო დედაქალაქის სტატუსი 2023 წლამდე ექნება.