18 ნოემბერი 2024,   03:38
ვრცლად
ეკომიგრანტების აქცია ბათუმში - რამდენიმე ათეული ოჯახი მთავრობას საცხოვრებელი ფართების დაკანონებას სთხოვს

ბათუმში რამდენიმე ათეული ოჯახი შენობის საცხოვრებელი ფართების დაკანონებას ითხოვეს. მათ შორის არიან მაღალმთიან სოფლებში უსახლკაროდ დარჩენილი ეკომიგრანტები, რომლებმაც საცხოვრებელი სტიქიის გამო დაკარგეს. უკვე 6 წელია ისინი ნავთობგადამამუშავებელ შენობაში უკანონოდ არიან შესახლებული და ამდენივე წელია ამ შენობის დაკანონებას ითხოვენ.

სოციალურად დაუცველი ოჯახი ბათუმის ნავთობგადამამუშავებელი ქარხნის ამორტიზირებულ შენობაში თავშესაფრის უქონლობის გამო 2013 წელს უნებართვოდ შესახლდა. დარეჯან შანთაძე ამბობს, რომ სხვა საცხოვრებელი არ აქვს და მთავრობისგან ფართის დაკანონებას ითხოვს.

შანთაძეების ოჯახი ერთ-ერთია იმ 22-დან, რომელიც ამორტიზირებული ქარხნის შენობაში ფართის დაკანონებას ითხოვს. ეკომიგრანტებთან ერთად შენობაში ისეთი ოჯახებიც ცხოვრობენ, რომლებიც წლების განმავლობაში საცხოვრებლის გარეშე იყვნენ. მარტოხელა ჟუჟუნა დუმბაძემაც ქირით 25 წლიანი ცხოვრების შემდეგ მცირე ფართი ამ შენობაში მოძებნა. მისი თქმით, დოკუმენტაციის მოწესრიგება რამდენჯერმე სცადა, მაგრამ ხელისუფლებისგან პასუხი ვერ მიიღო.

საცხოვრებლის დაკანონების მოთხოვნით დღეს მოსახლეობამ საპროტესტო აქციაც გამართა და ხელისუფლებას საკუთარი პრობლემის შესახებ ამ ფორმით კიდევ ერთხელ შეახსენა.

სავარაუდოდ, ბათუმის ნავთობგადამამუშავებელი ქარხნის შენობაში თვითნებურად შესახლებული მოქალაქეების პრობლემა კიდევ დიდ ხანს ვერ მოგვარდება. აჭარის ეკონომიკის სამინისტროს დადგენილებით საკუთრებაში ფართი მხოლოდ იმ მოქალაქეებს გადაეცემათ, რომლებმაც საცხოვრებლები 2010 წლამდე დაიკავეს.

თუ უახლოეს მომავალში თვითნებურად შესახლებულებს საცხოვრებელი ფართები არ დაუკანონდებათ, საკუთარ მოთხოვნას 22 ოჯახის 150-მდე წევრი საპროტესტო აქციებს დააყენებს.

დღის ამბები