18 ნოემბერი 2024,   06:53
ვრცლად
20 ივნისის აქციისას დაშავებულთა დაზარალებულად ცნობა - პროკურატურასთან კითხვები უმრავლესობასაც აქვს

მაკო გომურსა და 20 ივნისის აქციის ღამეს დაშავებულ სხვა პირებს დაზარალებულის სტატუსი ამ დრომდე არ აქვთ.  კანონმდებლები ამ ფაქტს მიუღებლად მიიჩნევენ, მათ შორის არის ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის თავმჯდომარეც. სოფიო კილაძე ამბობს, რომ არსებულ კითხვებს პასუხი უნდა გაეცეს.

ოპოზიცია ხელისუფლებას "სისხლიანი რეჟიმის" მფარველობაში ადანაშაულებს. ნაციონალური მოძრაობის წევრ გიორგი ბარამიძის თქმით, დაზარალებულებად აღიარება არ ხდება, რადგან ამით ხდება ივანიშვილი-გახარიასთვის ხელის დაფარება.

სერგო რატიანის თქმით, ხელისუფლების ასეთი საქციელი "ქართული ოცნების" სამარცხვინო ლაქად დარჩება და მათ განაჩენად იქცევა.

გენერალური პროკურატურიდან მიღებული ინფორმაცია 20-21 ივნისის მოვლენებთან დაკავშირებით საიამ გუშინ გაავრცელა. მასში აღნიშნულია, რომ ამ ეტაპზე დაზარალებულად რამდენიმე ათეული სამართალდამცველია ცნობილი, მათ შორის აქციის 4 მონაწილე, ამ სიაში არ არის მაკო გომური, რომელმაც რეზინის ტყვიის გამო თვალი დაკარგა.

დღის ამბები