დავით გარეჯში მიმდინარე პროცესებთან დაკავშირებით საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა პრემიერ-მინისტრს წერილით მიმართა. წერილში, რომელიც გუშინ გავრცელდა ილია მეორე დემარკაციის პროცესის დასრულებამდე სტატუს-კვოს აღდგენას მოითხოვს. პატრიარქი ამბობს, რომ "უდაბნოს" და "ჩიჩხიტურის" მონასტრებთან დაკავშირებით აზერბაიჯანული მხარის ქმედებები გაუგებარია და საპატრიარქო ამას არ შეეგუება.
"ჩვენთვის სრულიად გაუგებარია აზერბაიჯანული მხარის ის ქმედებები, რომლითაც "უდაბნოს" და "ჩიჩხიტურის" მონასტრები 2019 წლიდან ფაქტობრივად ჩამოგვართვეს და აქ სრულიად შეზღუდეს მომლოცველებისა და ტურისტების, ასევე სასულიერო პირების ასვლა. გამოდის, რომ ამდენი ხნის რეალობა ყოველგვარი ლოგიკის გარეშე შეიცვალა, რასაც ჩვენ ვერ შევეგუებით. ვითხოვთ, ვიდრე დემარკაციის პროცესი არ დასრულებულა, აღდგეს აქამდე არსებული სტატუს-კვო და სასულიერო პირებს, მომლოცველებსა და ტურისტებს არ შეექმნათ პრობლემა "უდაბნოსა" და "ჩიჩხიტურის" მონახულებაზე. მით უმეტეს, რომ ასეთ ტერიტორიაზე ფაქტობრივი მდგომარეობის შენარჩუნება საერთაშორისო სამართლის მიხედვითაც, სავალდებულოა, ხოლო მეორე სახელმწიფოსთან სამართლის მიხედვითაც, სავალდებულოა ხოლო მეორე სახელმწიფოსთან შეუთანხმებლად, და მით უმეტეს, ძალისმიერი ნაბიჯებით ვითარების შეცვლა, – დაუშვებელი. ვფიქრობთ, ქართველი ერის მეგობარი აზერბაიჯანელი ხალხი და მათი სახელმწიფოს ხელისუფლება სწორად შეაფასებენ შექმნილ ვითარებას, მიიღებენ სამართლიან გადაწყვეტილებას და ჩვენს ერებს შორის კეთილმეზობლურ და მეგობრულ ურთიერთობებს ალტერნატივა არ ექნება," - ვიმედოვნებთ, ბატონო გიორგი თქვენი ჩარევით, საკითხი დადებითად გადაწყდება და საერთაშორისო ნორმებით განმტკიცებული ისტორიული სამართლიანობა აღდგება" - ნათქვამია საპატრიარქოს მიერ გავრცელებულ წერილში. რომლის ასლებიც საგარეო და შინაგან საქმეთა მინისტრებს, ასევე კავკასიის მუსლიმთა სამმართველოს ხელმძღვანელს გადაეგზავნათ.