მოძრაობა "შეცვალე" პარლამენტთან აქციას აწყობს და საქართველოს მთავარი პროკურორისთვის, შალვა თადუმაძისთვის კითხვების დასმის შესაძლებლობას ითხოვს.
პარლამენტში იმყოფება მალხაზ მაჩალიკაშვილიც, რომელსაც თადუმაძესთვის კითხვების დასმის შესაძლებლობა ასევე არ მიეცა.
შეგახსენებთ, რომ შალვა თადუმაძე პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტში უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატებთან გასაუბრებების პროცესის ფარგლებში იმყოფება.