18 ნოემბერი 2024,   04:17
ვრცლად
სასამართლოს შენობები შშმ პირებისთვის ადაპტირებული არ არის - "ევროპის საბჭოს" კვლევა

"ევროპის საბჭოს" კვლევის თანახმად, სასამართლოს შენობები შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირებისთვის ადაპტირებული არ არის.

მათივე ინფორმაციით, სასამართლო შენობების უმეტესობას არ უკავშირდება მუნიციპალური ტრანსპორტი, არ გააჩნია ეზო და პარკინგი, რომლებიც შშმ პირებს უსაფრთხოდ გადაადგილების საშუალებას მისცემს.

გარდა ამისა, არცერთ სასამართლოს შენობას არ გააჩნია პანდუსები.

ცნობისთვის, კვლევა "სასამართლო შენობების მისაწვდომობის შეფასება შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთათვის,“ საქართველოში პირველად ჩატარდა. კვლევის შედეგები ეყრდნობა 65 სასამართლო შენობის შეფასებას მთელი ქვეყნის მასშტაბით.

 

დღის ამბები