18 ნოემბერი 2024,   04:14
ვრცლად
ბოკერიამ თადუმაძეს 3 კურსელის ან 3 ლექტორის დასახელება მოსთხოვა - თადუმაძემ პასუხზე უარი განაცხადა

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატის, მოქმედი მთავარი პროკურორის  შალვა თადუმაძის მოსმენის ერთ-ერთი მთავარი თემა ისევ მისი განათლება და დიპლომის ნამდვილობაა. "ევროპული საქართველოს" ერთ-ერთმა ლიდერმა გიგა ბოკერიამ თადუმაძეს "თავისუფალი დემოკრატების" წევრ ლევან სამუშიას შეკითხვა გადასცა და მას სამი კურსელის დასახელება მოსთხოვა.

"ამ წინააღმდეგობის, ამ ვნებათაღელვის მოსახსნელად შეგიძლიათ თუ არა მითხრათ 3 კურსელის გვარი და სახელი?"- მიმართა ბოკერიამ თადუმაძეს.

"2001 წელს თავისუფლების ინსტიტუტს ავყავდი მაგ დიპლომით ადვოკატად და იმ ორგანიზაციის წარმომადგენელი თქვენ იყავით,"- უპასუხა თადუმაძემ.

"გენპროკურორად კი არ აყავდით მერე და მთელი ცხოვრებით უზენაეს სასამართლოში კი არ გნიშნავდნენ... სამი კურსელის სახელი და გვარი, ან სამი ლექტორის..."- გაუმეორა ბოკერიამ მოთხოვნა თადუმაძეს.

თადუმაძის თქმით, მას არა სამის, არამედ გაცილებით მეტის დასახელება შეუძლია, თუმცა მათგან ნებართვა არ აქვს მიღებული, რომ მათი სახელები ტრიბუნიდან გააჟღეროს:

"ბრალდებას ხომ არ უყენებთ? შალვა თადუმაძის კურსელი ვიყავიო, გამამტყუნებელი განაჩენია?"- განაცხადა ბოკერიამ.

დღის ამბები