18 ნოემბერი 2024,   04:18
ვრცლად
"არბიტრაჟის დღეები" - თბილისში რიგით მე-6 შეხვედრა გამართა

 

ყოველწლიური კონფერენცია "არბიტრაჟის დღეები" - საქართველოს საერთაშორისო საარბიტრაჟო ცენტრის, გაეროს განვითარების პროგრამისა და ევროპის კავშირის ფინანსური მხარდაჭერით თბილისში რიგით მე-6 შეხვედრა გაიმართა.

საარბიტრაჟო ცენტის ხელმძღვანელის ბექა ინჯიას განმარტებით, კონფერენციის მიზანი დავების ეფექტიანი გადაწყვეტა, ეკონომიკის განვითარება და საერთაშორისო თანამშრომლობის ხელშეწყობაა.

"მოგეხსენებათ, ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს კომერციული დავების გადაწყვეტას, ზოგადად, ქვეყნის ეკონომიკისთვის, ინვესტორებისთვისა და ბიზნესისთვის. ორი დღის განმავლობაში განხილულ იქნება სხვადასხვა მნიშვნელოვანი საკითხი, ჩვენ მოწვეული გვყავს ძალიან ბევრი საერთაშორისო დონეზე აღიარებული ექსპერტი და პრაქტიკოსი,“ - აღნიშნა ბექა ინჯიამ.

 

დღის ამბები