18 ნოემბერი 2024,   04:46
ვრცლად
თეა წულუკიანი: შალვა თადუმაძეს დეპუტატებმა შეურაცხყოფა მიაყენეს

იუსტიციის მინისტრი  ოპოზიციას მთავარი პროკურორის შეურაცხყოფაში ადანაშაულებს. თეა წულუკიანი გუშინ, დეპუტატებისა და შალვა თადუმაძის შეხვედრას გამოეხმაურა და აღნიშნა, რომ ზოგიერთმა დეპუტატმა შემთხვევით ისარგებლა და შალვა თადუმაძეს შეურაცხყოფა მიაყენა.

ვიცე-პრემიერი უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატებთან გასაუბრების პროცესს უპრეცედენტოს უწოდებს.

"ზოგმა ისარგებლა შემთხვევით და შეურაცხყოფის კორიანტელი დააყენა, დეპუტატს ჩავთვალოთ, რომ აქვს ამის უფლება მაგრამ ყველა კანდიდატი და არამხოლოდ გუშინ, ცდილობს, რომ ამ შეურაცხყოფის კორიანტელს ღირსეული პასუხები გასცეს,"- აღნიშნა  თეა წულუკიანმა.

 

დღის ამბები