18 ნოემბერი 2024,   04:27
ვრცლად
ალეკო ელისაშვილს ცრუ და ცილისმწამებლური ინფორმაციის საჯარო უარყოფა დაევალა

ეკა ბესელიასა და ალეკო ელისაშვილს შორის სასამართლო დავა დასრულებულია. უზენაესი სასამართლოს გადაწყვეტილებით, ალექსანდრე ელისაშვილის საკასაციო საჩივარი განუხილველი დარჩა, შესაბამისად ძალაშია პირველი და მეორე ინსტანციის სასამართლოების გადაწყვეტილება, რომლის მიხედვითაც ელისაშვილს ცრუ და ცილისმწამებლური ინფორმაციის საჯარო უარყოფა დაევალა.

საქმე ეხება ჯერ კიდევ 2015 წელს "რუსთავი 2-ის" ეთერში ალეკო ელისაშვილის მიერ გაჟღერებულ სკანდალურ ბრალდებებს.

"საკმაოდ დიდი დრო დასჭირდა სამივე ინსტანციის სასამართლოს, რომ ეღიარებინა ალეკო ელისაშვილის ცრუ და ცილისწამებლური განცხადებები ჩემი მისამართით, "რუსთავი 2-ის" ეთერით მოუწევს მას უარჰყოს ის,  რაც თქვა რამდენიმე წლის წინ,"- უთხრა "კურიერს" ეკა ბესელიამ.

 საქმე ეხება განცხადებებს, რომლებიც ელისაშვილმა ტელეარხ "რუსთავი ორის" ეთერით გადაცემა "არჩევანში" 2015 წლის 22 დეკემბერს გააკეთა. დეპუტატი ამტკიცებდა, რომ იმ პერიოდში, როდესაც ის 2013–2014 წლებში საქართველოს პრეზიდენტთან არსებულ შეწყალების კომისიას ხელმძღვანელობდა, ბესელია და პარლამენტის ვიცე–სპიკერი, საკონსტიტუციო სასამართლოს ამჟამინდელი მოსამართლე მანანა კობახიძე "კოკაინის საქმის" ფიგურანტებისადმი არაჯანსაღ ინტერესს იჩენდნენ და მათი გათავისუფლებით იყვნენ დაინტერესებული.

ალეკო ელისაშვილი ჯერ-ჯერობით უზენაესი სასამართლოს გადაწყვეტილებას არ გამოხმაურებია.

დღის ამბები