18 ნოემბერი 2024,   04:43
ვრცლად
"2020 წლის ბიუჯეტი - უყაირათო ფლანგვა" - ფინანსთა მინისტრის მოადგილის თქმით, მთვარობის გადაწყვეტილებებს ლარის კურსზე გავლენა არ ჰქონია

პარლამენტში 2020 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის განხილვის ფარგლებში  ქვეყნის მთავარი ფინანსური დოკუმენტი ფრაქცია "ევროპულ საქართველოს" ფინანასთა მინისტრის მოადგილემ გიორგი კაკაურიძემ წარუდგინა. ოპოზიცია ბიუჯეტს მხარს არ უჭერს და აცხადებს, რომ მთავარი პრობლემა სიღარიბეა და ბიუჯეტი ამ გამოწვევას არ პასუხობს.

"ევროპული საქართველოს" ერთ-ერთმა წევრმა გიგა ბოკერიამ საქართველოს ფინანსთა მინისტრის მოადგილეს გიორგი კაკაურიძეს ჰკითხა, ვითარების ანალიზისას მთავრობის ნაბიჯებში რამე ხომ არ აღმოუჩენია ისეთი, რაც შეიძლება ნაწილობრივ მაინც ლარის არასტაბილურობის მიზეზი იყოს.

გიორგი კაკაურიძემ ბოკერიას კითხვის საპასუხოდ განაცხადა, რომ მთვარობის მიერ მიღებულ გადაწყვეტილებებს ლარის დღევანდელი კურსის ფორმირებაზე გავლენა არ ჰქონია.

პარლამენტის ფრაქცია "ევროპული საქართველო - რეგიონების" წევრი ზურაბ ჭიაბერაშვილი 2020 წლის ბიუჯეტის პროექტს "ფულის უყაირათოდ ფლანგვას" უწოდებს და დარწმუნებულია, რომ შედეგად ქვეყანაში სიღარიბე კიდევ უფრო გაიზრდება.

კაკაურიძე "ევროპული საქართველოს" წევრს შეფასებაში არ ეთანხმება და მიიჩნევს, რომ 2020 წლის ბიუჯეტში თანხები მიზანმიმართულად და სწორადაა გადანაწილებული.

"თანხები, რასაც დამატებითი შემოსავლებით ვიღებთ 2020 წლის განმავლობაში, მაქსიმალურად არის გადანაწილებული როგორც პენსიონრებზე, ასევე შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირებზე, როგორც განათლების სისტემაზე, პოლიციელებზე, ჯარისკაცებზე და ასე შემდეგ. ასე რომ, თუ ამას ვინმე დაუძახებს უყაირათოდ ხარჯვას, ეს მისი გადაწყვეტილებაა, თუმცა მე ვფიქრობ, რომ ეს არის ძალიან მიზანმიმართული და სწორი დანახარჯები,"- განაცხადა ფინანსთა მინისტრის მოადგილემ.

ამავე თემაზე
დღის ამბები