პირველად ისტორიაში საქართველო ყველაზე მნიშვნელოვან გასტრონომიულ კონკურსზე იასპარეზებს. ბოკუს დორის შეჯიბრებაში 120-ზე მეტი აპლიკანტიდან მხოლოდ 8 საუკეთესო შეირჩა. 8 მონაწილიდან 3 გამარჯვებულს კი ნოემბერში დაასახელებენ.
მასშტაბური კონკურსის ფინალისტებს 2 და 3 ნოემბერს "ექსპო-ჯორჯიას" პავილიონში დაასახელებენ. საქართველოს საუკეთესო შეფ-მზარეული ტალინში, 2020 წლის შეფ-მზარეულების ევროპის ჩემპიონატზე საკუთარ ქვეყანას წარადგენს.