18 ნოემბერი 2024,   04:32
ვრცლად
"ვირთხები არიან, საკუთარ მოსახლეობას ემალებიან" - ჯანდაცვის სამინისტროში დევნილების აქცია გრძელდება

ხმაური იყო ცოტა ხნის წინ ჯანდაცვის სამინისტროში, ადგილზე სადაც იძულებით გადაადგილებული პირები უკვე რამდენიმე კვირაა ბინების გადაცემის მოთხოვნით აქციას მართავენ დევნილი ქალბატონი შეუძლოდ გახდა. ადგილზე საპატრულო პოლიცია და სასწრაფო დახმარების ჯგუფები მივიდნენ.

"ქალბატონი გახდა ცუდად, გამოვიძახეთ სასწრაფო დახმარება, რომელიც მოვიდა გვიან, შემოიყვანეს უკნიდან. ყველა თანამშრომელი გადის უკნიდან, ვირთხები არიან საკუთარ მოსახლეობას ემალებიან,"- აცხადებს "კურიერთან" საუბრის დროს "ნაციონალური მოძრაობის" წევრი ბესიკ შენგელია.

აქციის მონაწილეებმა დღეს მთავარ საგამოძიებო უწყებაში საჩივრის წერილი და დისკი მიიტანეს. მათი მტკიცებით, დისკზე აღბეჭდილია ჯანდაცვის სამინისტროს ერთ-ერთი მაღალჩინოსანი ბესიკ სიმონიშვილი, რომელიც როგორც აქციის მონაწილეები ამბობენ, ბინების უკანონოდ გადაცემის ფაქტებზე საუბრობენ.

ჯანდაცვის სამინისტროში ამ დროისთვის ინციდენტი ამოწურულია.

დღის ამბები