ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროსთან დევნილების აქცია გრძელდება, დევნილები საცხოვრებელი ფართებით დაკმაყოფილებას ითხოვენ.
საპროტესტო რეჟიმში მყოფი დევნილების ნაწილი ჯანდაცვის სამინისტროს შენობის გარეთ, ნაწილი კი შენობის შიგნით იმყოფებამ. შენობაში მყოფ დევნილებთან შესვლის საშუალება არ ეძლევათ არც ჟურნალისტებს.
დევნილების ნაწილი სამინისტროს შენობაში განმეორებით, მას შემდეგ შეიჭრა, რაც იმ პირების სია გამოქვეყნდა, რომლებსაც ბინები საკუთრებაში გადაეცათ, ისინი ხელმძღვანელი პირებისგან მოითხოვდნენ ახსნა განმარტებას, თუ რა კრიტერიუმებით მოხდა ბინების გადანაწილება.
სამინისტროს ინფორმაციით, რიგითობა ქულათა სისტემით განსაზღვრა, თუ რომელი ოჯახი საჭიროებდა პირველ რიგში, საცხოვრებლით უზრუნველყოფას.