18 ნოემბერი 2024,   04:37
ვრცლად
თბილისის მეტრო ისევ გადატვირთულია - მგზავრთა ნაკადის განტვირთვა წლის ბოლომდე მოხდება

თბილისის მეტრო ისევ გადატვირთულია. მგზავრთა ნაკადის მატებას "თბილისის სატრანსპორტო კომპანია" ეხმაურება. კომპანიის მედიასთან ურთიერთობის მენეჯერ თამაზ რობაქიძის განმარტებით, კომპანია პრობლემის გადაჭრას ვაგონების დამატებაში და მატარებლის მოძრაობის ინტერვალის შემცირებაში ხედავს, რაც წლის ბოლოს იგეგმება.

შეგახსენებთ, რომ ბოლო დღეების განმავლობაში თბილისის მეტროსადგურებში მგზავრთა ნაკადმა საგრძნობლად იმატა. ყველაზე გადატვირთული სადგურის მოედანია. შედარებით დაბალფასიან ტრანსპორტზე მოთხოვნა განსაკუთრებით მას შემდეგ გაიზარდა, რაც ტაქსებთან დაკავშირებული რეგულაციები ამოქმედდა.

 

დღის ამბები