გლდანის რაიონში, ვეკუას ქუჩაზე, გზის საფარის დაგების სამუშაოები გვიან ღამით, დედაქალაქის მერმა, დაათვალიერა. კახა კალაძის განცხადებით, რეაბილიტაცია, რომელიც გარკვეულ ეტაპზე, სხვადასხვა მიზეზის გამო, შეფერხებებით მიმდინარეობდა, ამჟამად აქტიურ რეჟიმში გრძელდება. სამუშაოებზე დედაქალაქის ბიუჯეტიდან თითქმის 12 მლნ ლარი დაიხარჯება.