18 ნოემბერი 2024,   04:26
ვრცლად
"მინისტრის კომპეტენცია არ არის, მათთვის ბინის გადაცემა"- ტიკარაძის მოადგილე დევნილებს პასუხობს

ოკუპირებულ ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროსთან დევნილთა აქცია გრძელდება. დევნილები საცხოვრებლით უზრუნველყოფას ითხოვენ და იმ კრიტერიუმების გარკვევას მოითხოვენ, რომლის გამოც ისინი სიაში ვერ მოხვდნენ. დევნილები პასუხს პირადად მინისტრისგან ითხოვენ, ზოგიერთი მათგანი უფრო რადიკალურიცაა და მოითხოვს, რომ ეკატერინე ტიკარაძემ თანამდებობა დატოვოს. დევნილების მოთხოვნას, მინისტრთან შეხვედრასთან დაკავშირებით, ტიკარაძის მოადგილე გიორგი წოწკოლაური გამოეხმაურა. როგორც მინისტრის მოადგილემ განაცხადა ის თუ ვის უნდა გადაეცეს ბინა, მინისტრის კომპეტენცია არაა და ამას სპეციალური კომისია ადგენს:

"აღნიშნულ ჯგუფს არაერთხელ შეხვდა მინისტრიც, ერთი თვის, თვენახევრის უკან სანამ კომისია დაიწყებდა მუშაობას, მანაც იგივე განუცხადა. მოცემულ მომენტშიც მათი მოთხოვნა, რომ შეხვდნენ მინისტრს, როდესაც კომისია მიდიოდა, არაერთხელ განვუმარტეთ რომ არ იყო ლეგიტიმური, იქიდან გამომდინარე, რომ ისინი შეხვედრას ითხოვდნენ იმის გამო, რომ მინისტრს დაედასტურებინა, მათ აძლევენ ბინას თუ არა.განვუმარტეთ არაერთხელ რომ მინისტრის კომპეტენცია არ არის, მათთვის ბინის გადაცემა, ეს არის კომისიის კომპეტენცია, შესაბამისად მუშაობდა კომისია."- განაცხადა წოწკოლაურმა.

დღის ამბები