18 ნოემბერი 2024,   04:52
ვრცლად
ოკუპირებულ აფხაზეთში მდინარე კოდორმა რუსი ტურისტი წაიღო

გულრიფშის რაიონის სოფელ ჯამპალთან, მდინარე კოდორმა რუსი ტურისტი წაიღო. შემთხვევა 2 დღის წინ მოხდა, თუმცა ტურისტს მაშველები ამ დრომდე ეძებენ. ოკუპირებული აფხაზეთის დე ფაქტო უწყებების ინფორმაციით, სამაშველო ოპერაცია უამინდობის გამო შეჩერდა, რადგან მდინარეში წყალმა მნიშვნელოვნად მოიმატა.

მაშველებმა ჯერ-ჯერობით მხოლოდ ტურისტის სამაშველო ჟილეტის პოვნა შეძლეს.

დღის ამბები