18 ნოემბერი 2024,   04:47
ვრცლად
ევროკავშირის ელჩი უზენაესი სასამართლოს მოსამართლეების შერჩევის პროცესს აფასებს

ევროკავშირის ელჩი საქართველოში კარლ ჰარცელი უზენაესი სასამართლოს მოსამართლეების შერჩევის პროცესს აფასებს. ელჩის განცხადებით, ევროკავშირი თვალს ადევნებს მოვლენებს და მნიშვნელოვანია, რომ პროცესი გამჭვირვალედ მიმდინარეობს.

"საბოლოოდ გადაწყვეტილებას პარლამენტი მიიღებს. ვფიქრობ მოსამართლეების მოსმენა, თუნდაც კრიტიკული კითხვები, პროცესის დადებითი ნაწილია, რომელიც ინკლუზიური და გამჭვირვალეა. ის ბევრ ინფრომაციას აწვდის საზოგადოებას კანდიდატებზე, ასევე მნიშვნელოვანია პარლამენტმა გააკეთოს სწორი დასკვნები და აიღოს პასუხისმგებლობა, რომ აირჩიოს უზენაესი სასამართლოს პროფესიონალი მოსამართლეები," - განაცხადა კარლ ჰარცელმა პარლამენტში მიმდინარე ხმაურიანი მოსმენების შესახებ. 

დღის ამბები