18 ნოემბერი 2024,   04:18
ვრცლად
აქციის 27-ე დღე - იძულებით გადაადგილებულები ბინებს ითხოვენ

ხმაურიანი ღამის შემდეგ ჯანდაცვის სამინისტროსთან აქცია გრძელდება. დევნილები ტერიტორიის დატოვეს მოთხოვნების დაკმაყოფილებამდე არ აპირებენ. პრეტენზია იმ კომისიის მუშაობას ეხება, რომელიც იძულებით გადაადგილებულებისთვის ფართებს ანაწილებს. აქციის მონაწილეები პასუხისმგებლობას სამინისტროს მაღალი თანამდებობის პირებს აკისრებენ.

აქციის მონაწილეების თქმით, შენობაში მყოფებს წყალსაც კი ვერ აწვდიან და კარი ჩაუკეტეს. მათი ინფორმაციით, 60 ოჯახიდან მხოლოდ ორი ოჯახი დაკმაყოფილდა. მათთვის სახელწმიფოს მიერ დაწესებული კრიტერიუმები და მინიჭებული ქულები არასანდოა.

უკვე 27-ე დღეა იძულებით გადაადგილებულები ბინებს ითხოვენ და სამინისტროს შენობაში აქციას მართავენ. 

დღის ამბები