18 ნოემბერი 2024,   04:12
ვრცლად
ბათუმში ფესტივალი "განდაგანა" დაიწყო

ბათუმში ფესტივალი "განდაგანა" დაიწყო. ევროპის მოედანზე 2 დღის განმავლობაში  აჭარის ხუთივე მუნიციპალიტეტისთვის დამახასიათებელი ნაწარმი და ხელნაკეთი ნივთები იქნება წარმოდგენილი. თითოეულ მუნიციპალიტეტს საკუთარი თემატური კუთხე ექნება.

ფესტივალის სტუმრებს შეეძლებათ ქალაქიდან გაუსვლელად გაეცნონ სხვადასხვა რეგიონის ისტორიასა და ტრადიციებს. ევროპის მოედანზე მისულებს ფოლკლორული ღონისძიებების ნახვაც შეეძლებათ. ფესტივალი ტრადიციული სახისაა და სოფლის ტურიზმის პოპულარიზაციის მიზნით უკვე მეხუთედ ტარდება.

"ფესტივალი "განდაგანა" ყველას აძლევს საშუალებას იმოგზაურონ სოფლებში ქალაქიდან გაუსვლელად. ხუთივე მუნიციპალიტეტს აქვს წარმოდგენილი თავისი ფოლკლორი კულინარია, იმართება კულინარიული დუელებიც საბოლოო ჯამში ფესტივალი ძალიან მხიარულია," - აღნიშნა აჭარის ტურიზმისა და კურორტების დეპარტამენტის თავმჯდომარის პირველი მოადგილემ თამარ კაიკაციშვილმა.

დღის ამბები