18 ნოემბერი 2024,   06:19
ვრცლად
1 ნოემბრიდან მერია "ა" კატეგორიის ტაქსის მძღოლებს სალონის ქიმიური წმენდის ვაუჩერებს უსასყიდლოდ გადასცემს

1 ნოემბრიდან მერია "ა" კატეგორიის ტაქსის მძღოლებს სალონის ქიმიური წმენდის ვაუჩერებს უსასყიდლოდ გადასცემს. ამის შესახებ თბილისის მთავრობის სხდომაზე დღეს დედაქალაქის მერმა განაცხადა.

კახა კალაძის თქმით, ვაუჩერებთან ერთად მძღოლები ერთ-ერთი კომპანიისგან ავტომობილის მომსახურებისთვის ფასდაკლების 20 პროცენტიან ბარათებსაც მიიღებენ.

"თქვენ არაფერი არ გაქვთ გადასახადი, უბრალოდ მობრძანდით, მიიღეთ ეს ვაუჩერები, მოაწესრიგეთ თქვენი ავტომობილები,"- მიმართა ტაქსის მძღოლებს დღეს თბილისის მერმა.

​თბილისის მერიის ინფორმაციით მძღოლებს მიუვათ შეტყობინება, თუ რომელ სერვის-ცენტრებში იქნება მომსახურება შესაძლებელი.

 

დღის ამბები