ჯანდაცვის სამინისტროსთან დევნილების საპროტესტო აქცია უკვე 29-ე დღეა გრძელდება. დევნილები დაშლას არ აპირებენ და ბინების გადაცემას ითხოვენ. აქციის მონაწილეები თვლიან, რომ დევნილებისთვის ბინები უსამართლოდ გადანაწილდა და პრეზიდენტისგან ყურადღებას ითხოვენ.
საპროტესტო აქციას "დევნილთა პარტიის" თავმჯდომარე ლელა გულედანი შეუერთდა. გულედანი ჯანდაცვის სამინისტროსგან ბინების გაცემასთან დაკავშირებით დასაბუთებას ითხოვს, წინააღმდეგ შემთხვევაში აქციის მონაწილეები სასამართლოს მიმართავენ.
"ინდივიდუალურად უნდა მოხდეს სხდომის ოქმების გამოთხოვნა, თუ რა მიზეზით დააკმაყოფილა კომისიამ ერთი ოჯახი ერთი და იგივე ქულის მქონე და რა მიზეზით არ მისცა სხვა ოჯახს. რა კომენტარები ჩაიწერა, ვინ არიან კომისიის წევრები, ჩვენ ამ ინფორმაციას გამოვითხოვთ აუცილებლად და მოვთხოვთ დასაბუთებას, თუ იქნება კითხვის ნიშნები სასამართლოში წავალთ,“ - განაცხადა ლელა გულედანმა.