"მდგრადი და მედეგი ქალაქების მშენებლობა" - ასე ჰქვია ფორუმს, რომელიც საქართველოში პირველად დღეს გაიმართა. ფორუმის მიზანია მსოფლიო რუკაზე საქართველოს, როგორც უძრავი ქონებისა და ტურიზმის საერთაშორისო ცენტრად წარმოჩენა. ღონისძიებას მსოფლიოს 15 ქვეყნის წარმომადგენელი დაესწრო.
"ღონისძიების მიზანია, მოხდეს უძრავი ქონებით დაინტერესებული ინვესტორების მოზიდვა ქვეყანაში. ჩვენი ქვეყნის ბაზარი, როგორც იცით საინტერესოა საერთაშორისო ინვესტორებისთვის და ეს არის ერთ-ერთი პლატფორმა, სადაც მოხდება განხილვა და კონკრეტული გეგმების დასახვა უძრავი ქონების ბაზრით დაინტერესებული ინვესტორების მოსაზიდად," - განაცხადა საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე ნიკოლოზ ალავიძემ.