ომის ვეტერანთა კავშირი საკანონმდებლო ორგანოსთან საპროტესტო აქციას მართავს. ვეტერანების თქმით, მათ თავშესაფარი არ აქვთ.
აქციის მონაწილეების განცხადებით, ვარკეთილში ნაგავსაყრელის ტერიტორია საკუთარი სახსრებით დაასუფთავეს, ხელისუფლებას კი სწორედ ამ ტერიტორიის საკუთრებაში გადაცემას სთხოვენ.
როგორც პარლამენტის ომის ვეტერანებმა აღნიშნეს, დღეს გამაფრთხილებელი აქცია გამართეს, 17 ოქტომბერს, ვეტერანთა დღეს კი ისინი ფართომასშტაბიანი საპროტესტო აქციის გამართვას გეგმავენ.
"ვაპირებთ 17 რიცხვში ვეტერანების დღეს გამოსვლას მანამდე გაგვცენ ჩვენ პასუხი რას გვიპირებენ ამ უსახლკარო ხალხს.მე პირადად შვიდი შვილით ქუჩაში ვარ დარჩენილი,ქირას მიხდიან სამას ლარს რაც სასაცილოა აცხადებს,"-"კურიერთან"საუბრის დროს ვეტერანთა კავშირის ხელმძღვანელი თამაზ თოიძე.