მრჩება შთაბეჭდილება, რომ შემთხვევის ადგილზე პირველადი დათვალიერება დაგვიანებით განხორციელდა - ამის შესახებ სახალხო დამცველმა თამთა თოდაძის საქმესთან დაკავშირებით განაცხადა. ნინო ლომჯარიას თქმით, მომხრეა გადამოწმდეს საგამოძიებო მასალები თუ როგორ ჩატარდა პირველადი შემოწმება შემთხვევის ადგილის.
"ინახოს საგამოძიებო მასალები, მეც მრჩება შთაბეჭდილება, რომ პირველადი დათვალიერება შემთხვევის ადგილის მოხდა დაგვიანებით, რის გამოც შეიძლება რიგი მტკიცებულებები წაიშალა ან ვერ იქნა ამოღებული. საჭიროა ინახოს საგამოძიებო მასალები, რა ჩატარდა, რა არ ჩატარდა, რა შეიძლება ჩატარებულიყო და არ ჩატარდა. მხარს ვუჭერ ჩატარდეს ყველა ის საგამოძიებო პროცესი, რაც ნათელს მოჰფენს გამოძიების შედეგებს,"-განაცხადა ნინო ლომჯარიამ.
შეგახსენებთ, თამთა თოდაძის ადვოკატი კიდევ ერთ სარჩელს ამზადებს. უფლებადამცველის განცხადებით, შემთხვევის ადგილის პირველადი დათვალიერება ცხრა საათის დაგვიანებით განხორციელდა.