18 ნოემბერი 2024,   03:49
ვრცლად
პირველადი საგამოძიებო მოქმედებები 9 საათის დაგვიანებით ჩატარდა - თამთა თოდაძის ადვოკატი

თამთა თოდაძის ადვოკატმა კიდევ ერთი სარჩელით ამჯერად შინაგან საქმეთა სამინისტროს გენერალურ ინსპექციას მიმართა. უფლებადამცველის ინფორმაციით, პირველადი საგამოძიებო მოქმედებები 9 საათის დაგვიანებით ჩატარდა. პარალელურად უკვე პროკურატურაშია შუამდგომლობა, რომლითაც დაცვა პოლიციელების დაკითხვას მოითხოვს.

"გამოიკითხოს საპატრულო და კრიმინალური პოლიციის თანამშრომლები. ჩვენს ხელთ არსებული ინფორმაციით ადგილზე იმყოფებოდა ისნის რაიონის განყოფილების უფროსი და მისი მოადგილე, ასევე ისნის სამმართველოს თანამშრომლები და სწორედ ამ პირთა გამოკითხვას ვითხოვთ პროკურატურის მიერ, ისინი არიან პირველი თვითმხილველები თამთას ემოციური მდგომარეობის და ფიზიკური დაზიანების, რაც აღენიშნებოდა სხეულზე იმ წუთს," - აცხადებს ადვოკატი თამარ ლუკავა.

შინაგან საქმეთა სამინისტროში საქმეზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის სამი მუხლით მიმდინარეობს: 126-მუხლი – ძალადობა, 138-ე მუხლი – სექსუალური ხასიათის სხვაგვარი ქმედება და 187-ე – ნივთის დაზიანება ან განადგურება.

 

დღის ამბები