18 ნოემბერი 2024,   03:48
ვრცლად
საფინანსო კომპანია "საქართველოს" დაზარალებულები მათ საქმეში პროკურატურისა და ეროვნული ბანკის ბრალეულობაზე საუბრობენ
საფინანსო კომპანია "საქართველოს" დაზარალებულებმა დღეს რუსთაველის გამზირზე აქცია გამართეს და საგამოძიებო კომისიის შექმნას მოითხოვეს. როგორც აქციის მონაწილეები აცხადებენ, საფინანსო კომპანიის საქმეში ბევრი გადაცდომააა. მათივე მტკიცებით, საქმეში ასევე იკვეთება პროკურატურისა და  ეროვნული ბანკის დანაშაულიც. შესაბამისად მათ მიაჩნიათ, რომ საქმე დეპუტატებმა უნდა შეისწავლონ. 

"დღეს განსაკუთრებული მოთხოვნა გვაქვს. შეიქმნა პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისია, რომელსაც პირველივე დღეებიდან ვითხოვდით. იმდენი დანაშაული, იმდენი გადაცდომაა ჩვენს საქმეში პროკურატურიდან დაწყებული, ეროვნული ბანკი, სახელმწიფო, მთავრობით დამთავრებული, რომ საგამოძიებო კომისიის შექმნის გარეშე ეს დანაშაული, ეს გადაცდომები ვერ გამოიკვეთება," - განაცხადა საფინანსო კომპანია "საქართველოს" მიერ დაზარალებულებმა აქციის მონაწილემ.
დღის ამბები