16-17 ოქტომბერს ქაშუეთის ეკლესიაში კინორეჟისორ მიხეილ კობახიძის სამოქალაქო პანაშვიდი გაიმართება. 16 ოქტომბერს პანაშვიდი 18:00 საათზე დაიწყება, რეჟისორს ქაშვეთის ტაძრიდან ხუთშაბათს, 17 ოქტომბერს, 14:00 საათზე გამოასვენებენ და ვერის სასაფლაოზე დაკრძალავენ.
მიხეილ კობახიძე 80 წლის ასაკში, 13 ოქტომბერს გარდაიცვალა.