საქართველოში მედიკამენტების ფასი სხვა ქვეყნებთან შედარებით რამდენჯერმე ძვირია, - აღნიშნულ თემაზე დღეს პროექტ "სტრატეგია აღმაშენებელის" ფარგლებში გიორგი ვაშაძე ისაუბრებს.
მოძრაობის ექსპერტები თვლიან, რომ წამლების ფასის 40 პროცენტით შემცირება რეალურია და დღეს სწორედ ამ შესაძლებლობებზე ისაუბრებენ.
"სტრატეგია აღმაშენებლის ფარგლებში წარვადგენთ ორ ძალიან მნიშვნელოვან ინიციატივას, პირველი, როგორ შევქმნათ პერსონალური ჯანდაცვის გეგმა თითოეული მოქალაქისთვის, გავზარდოთ ამბულატორიების რაოდენობა მთელი საქართველოს მასშტაბით და ასევე, ონკოლოგიურ დაავადებებთან დაკავშირებით გვექნება ძალიან მნიშვნელოვანი ინიციატივები," - აღნიშნა გიორგი ვაშაძემ.