წამებისა და არასათანადო მოპყრობის პრევენცია - ამ თემაზე სახალხო დამცველის აპარატის მიერ გამართულ საერთაშორისო კონფერენციაზე ისაუბრეს. ღონისძიება პრევენციის ეროვნული მექანიზმების დაარსების 10 წლისთავთან დაკავშირებით შედგა. ფუნქცია სახალხო დამცველს 2009 წლიდან აქვს მინიჭებული.
"სახალხო დამცველმა და პრევენციის ეროვნულმა მექანიზმმა, მე ვფიქრობ, რომ შეიტანა ძალიან დიდი წვლილი საქართველოში წამებისა, არა ადამიანური, სასტიკი მიპყრობის ფაქტების გამოვლენაში, იდენტიფიცირებასა და პრევენციაში. ჩვენ წელს აღვნიშნავთ 10 წლისთავს, საქართველოს მპმ ითვლება ერთ-ერთ სამაგალითო მპმ-ად. დღეს ჩვენ გვყავს 40-ზე მეტი საერთაშორისო სტუმარი" - აცხადებს ნინო ლომჯარიამ.
საქართველოში ევროკავშირის წარმომადგენლობის ხელმძღვანელი, კარლ ჰარცელი ამბობს, რომ პრევენციის ეროვნულმა მექანიზმებმა, წამებისა და არა ადამიანური მოპყრობის წინააღმდეგ დიდი როლი შეასრულა.
"მოხარული ვარ, რომ ვმონაწილეობ პრევენციის არსებული მექანიზმის და მომავლის განხილვაში. ეს მექანიზმი, მოგეხსენებათ, ომბუდსმენის ფარგლებში არსებობს. იგი არის უმნიშვნელოვანესი ინსტიტუტი ბოლო 10 წლის განმავლობაში. მან მნიშვნელოვანი როლი შეასრულა წამებისა და არაადამიანური მოპყრობის წინააღმდეგ. დღევანდელ განხილვებში საუბარი იყო არსებულ პრობლემებზე, ასევე ახალ შესაძლებლობებზე. ევროკავშირი ყველაზე მტკიცე პარტნიორი და მხარდამჭერია სახალხო დამცველის ინსტიტუტისა და ჩვენ ამ მხარდაჭერას ვაგრძელებთ" - განაცხადა კარლ ჰარცელმა.